„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს
ბაჩო ახალაია მოსამართლეს - ბრალდენის არსი გასაგები არ არის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია
Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი - მაინტერესებს, ვინ იყო რევაზ კიკნაძის ორგანიზატორი და ვინ დაავალა, რომ „სალფეთქი“ გადაეგდო?
შსს - დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი, მ.შ 7 არასრულწლოვანი

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება

29.04.2025 ნახვები: 453

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აკრძალული პარტიის ე.წ. მემკვიდრე პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 14-დღიანი ვადა ექნება. 14-დღიანი ვადა იქნება განსაზღვრული როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში.

ამ მიმართულებით ინიცირებული კანონის პროექტის დაკორექტირების გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიიღეს, სადაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილეს.

უფრო კონკრეტულად, პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადებსაც შეეხება - კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული და პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, პარტიის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში - 14 დღეს.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით კი, ეს ვადა როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდისთვის მხოლოდ 14 დღით იქნება განსაზღვრული.

„ეს არის ლოგიკური ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. მშობელი - ძირითადი პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე უკვე ნამსჯელი ექნება და უნდა ვივარაუდოთ, რომ სათანადო გადაწყვეტილებაც არსებობს, გამომდინარე აქედან, დასადგენი იქნება ე.წ. მემკვიდრე პარტიის საქმიანობის არსის და პერსონალური შემადგენლობის იდენტურობა, რაც დიდ დროს არ მოითხოვს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა საკითხის მეორე მოსმენით წარდგენისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა