გილოცავთ ახალ 2026 წელს!
პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს
თენგიზ აბლოთია - "2025 წელი" - დიქტატურის მოლოდინში
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ
ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

ევროკომისარი საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხავს - RFE

29.04.2025 ნახვები: 390

„ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ“, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარი მარტა კოსი. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ორშაბათს, 28 აპრილს, პრაღაში რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სათავო ოფისს სტუმრობდა. მან ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.

„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“.

„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - თქვა მარტა კოსმა.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოაწერა და ძალაში სრულად 2016 წლის ივლისში შევიდა. ხელშეკრულებამ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველი შექმნა. ამ თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს სარგებელთა შორისაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), რომელმაც 2017 წლის 28 მარტიდან ქართულ ბიზნესს და პროდუქტებს ევროპის ბაზარი გაუხსნა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის საშუალება მისცა.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა