გილოცავთ ახალ 2026 წელს!
პაატა ბურჭულაძე - ძალა ერთობაშია! ბოლომდე!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - თამარ მეარაყიშვილი მოლაპარაკების არსებული ფორმატების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად გათავისუფლდა
ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს
თენგიზ აბლოთია - "2025 წელი" - დიქტატურის მოლოდინში
ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ
ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლებსაც სტუდენტებიც შეუერთდნენ

დონალდ ტრამპი - მე მივეცი უკრაინას „ჯაველინები“ და რომ არა ისინი, რუსები კიევს აიღებდნენ

29.04.2025 ნახვები: 386

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის უკრაინას რუსეთისგან გადარჩენაში ეხმარება და რომ არა მისი დახმარება, ქვეყანა ძალიან მალე განადგურდებოდა.

„ეს დიდი საომარი მანქანაა, ვაღიაროთ და რომ არა მე, მე მივეცი მათ „ჯაველინები“, რომლებმაც ტანკები გაანადგურეს. იცით, ის ტანკების მომენტი დიდი მომენტი იყო, როდესაც ტანკები ტალახში გაიჭედნენ და მე მათ „ჯაველინების“ უზარმაზარი რაოდენობა მივეცი. ესენი არიან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. მათ ყველა ის ტანკი გაანადგურეს, როდესაც ისინი ტალახში გაიჭედნენ. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ეს ტანკები რომ შესულიყვნენ, კიევიდან 71 მილის დაშორებით იქნებოდნენ და კიევს აიღებდნენ. ეს ომის დასასრული იქნებოდა, ის ერთ დღეში დასრულდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა The Atlantic-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ომი გაგრძელდა, რადგან შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, „გაცილებით მეტი, ვიდრე იტყობინებიან“.

„მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მე ამ ქვეყნის ხსნას ვახორციელებ. ვფიქრობ, რომ უკრაინას დიდ სამსახურს ვუწევ“, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა