აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ლევან ხაბეიშვილი - ხელისუფლება ჩამოშლილია, რღვევა გრძელდება
მარტა კოსი - კრემლი უარს ამბობს მშვიდობაზე და ირჩევს ტერორს
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი
Russian massive attack: in Kyiv, victim toll climbs to 45, with eight fatalities
Russia’s attack on Kyiv claims eight lives, Zelensky says
War update: 139 combat engagements on frontline over past day, intense fighting in three sectors
Over 30 injured, four killed in combined Russian attack on Kyiv

თიბისი კამპუსის განათლების პროგრამებზე 3500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა

28.04.2025 ნახვები: 319

 

თიბისი კამპუსი უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცეა, სადაც სტუდენტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ და კამპუსის ონლაინ კურსების დასრულების შემდეგ, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას შეძლებენ.

თიბისი კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 3562 ახალგაზრდა დარეგისტრირდა, ონლაინ სწავლება კი მაისიდან დაიწყება.

კამპუსის სტუდენტები 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, მეწარმეობას და ბიზნესის დაგეგმარებას, IT ბიზნეს ანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს,  სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO.

თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“. 

თიბისი კამპუსში სწავლა სრულიად უფასოა. კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. გასულ წელს, კამპუსის პირველი ნაკადი 202-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა, მათი ნაწილი კი სწორედ თიბისი კამპუსის კურსების გავლის შემდეგ დასაქმდა და მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა