თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს
ბაჩო ახალაია მოსამართლეს - ბრალდენის არსი გასაგები არ არის
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენი მიზნების ნახევარზე მეტი შესრულებულია
Reuters - ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

გორში, სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

28.04.2025 ნახვები: 436

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო. მოკლულია 30 წლის კაცი, მისი მამა კი დაჭრილია.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი სამედიცინო ცენტრ „გორმედშია“ გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველების განცხადებით, ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ.

მედიია ინფორმაციით, მოვაჭრეებს ერთმანეთთან კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა