ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ემანუელ მაკრონი - ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა

ნახვები: 484 ემანუელ მაკრონი - ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა

ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რომში უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ძალიან პოზიტიური საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რომში.

უკრაინაში ომის დასრულება. ეს არის მიზანი, რომელიც საერთო გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან.

უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ეს გამიმეორა დღეს. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად მუშაობა მისი იმპლემენტაციისთვის.

ახლა პუტინზეა დამოკიდებული დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა.

გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევებს გასულ მარტს პარიზში მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტასაც და სრულ და მყარ მშვიდობას უკრაინაში,” - წერს მაკრონი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა