დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას 250 000 ადამიანი ესწრებოდა

26.04.2025 ნახვები: 432

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წირვა დასრულდა, მის ცხედარს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში მიასვენებენ, სადაც დაკრძალავენ.

ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა.

ცერემონიის დროს იტალიელმა კარდინალმა, ჯოვანი ბატისტა რემ ქადაგება წაიკითხა, რომლის დროსაც მან პაპი ფრანცისკეს ცხოვრება და ღვაწლი გაიხსენა.

„ის პირდაპირ კონტაქტს ამყარებდა ინდივიდებთან და ხალხთან, სურდა ყველასთან ახლოს ყოფილიყო, განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობოდა გაჭირვებულებს, უსაზღვროდ სწირავდა თავს. ის იყო პაპი ხალხს შორის, ყველას მიმართ ღია გულით“, - აღნიშნა კარდინალმა.

მისი თქმით, პაპი ბოლო წლების მძვინვარე ომების წინაშე იდგა და გამუდმებით მშვიდობისკენ მოწოდებით გამოდიოდა.

„ომი, მისი თქმით, ადამიანების სიკვდილს და სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების დანგრევას იწვევს. ომი ყოველთვის უარესს ხდის სამყაროს, ვიდრე ის ადრე იყო: ეს ყოველთვის მტკივნეული და ტრაგიკული დამარცხებაა ყველასთვის“, - განაცხადა კარდინალმა პაპის ციტირებით. „„ააშენეთ ხიდები და არა კედლები“ - ეს არაერთხელ გაიმეორა პაპმა“, - დასძინა კარდინალმა.

ქადაგების შემდეგ ზიარება გაიმართა, ცერემონიის ნაწილი, რომლის დროსაც პური და ღვინო აკურთხეს და ეზიარნენ.

ამის შემდეგ კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რე, პაპის სულს ღმერთს მიაბარა და რომის კათოლიკური ეკლესიისთვის ნუგეში შესთხოვა. კიდევ რამდენიმე ლოცვის წაკითხვის შემდეგ და პაპის კუბოს ნაკურთხი წყალი აპკურეს და საკმეველი აკმიეს. ამის შემდეგ ზარები დაირეკა და პაპის ცხედარი წმინდა პეტრეს მოედნიდან წაასვენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა