ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებზე - არა, არ მაქვს, რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე? ან რატომ დაასანქცირეს სხვები?

ნახვები: 536 ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებზე - არა, არ მაქვს, რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე? ან რატომ დაასანქცირეს სხვები?

არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას, დასანქცირების გარეშე მიდის თუ არა პოლიტიკიდან.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„არ ვიცი, ჩემთვის არ არის ცნობილი. არა, [სანქცია არ მაქვს]. რატომ უნდა მქონოდა, ვერ გავიგე?! ან რატომ დაასანქცირეს სხვები?“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მისი განმარტებით ის საქართველოში რჩება.

„რა მინდა სხვაგან, სხვაგან რატომ უნდა წავიდე?რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არცერთ ქვეყანაში ცხოვრებას, მითუმეტეს, არ განიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა და ჩვენ, ყველა ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე.ა სე არის, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ, სად იქნება და რომელ თანამდებობაზე იქნება? მე ასე ვუყურებდი. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ, პატარ წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა