ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დონალდ ტრამპი - მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა რუსეთის მხრიდან

ნახვები: 488 დონალდ ტრამპი - მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა რუსეთის მხრიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყირიმი უკრაინას ბრძოლის გარეშე წაართვეს.

მისი თქმით, შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მოხდა.

კითხვაზე, თუ რა დათმობები შესთავაზათ რუსეთმა მშვიდობის მიღწევის მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „ომის შეჩერება. მთელი ქვეყნის აღების შეჩერება საკმაოდ დიდი დათმობაა“.

კითხვაზე, ახდენს თუ არა მისი ადმინისტრაცია რაიმე ზეწოლას რუსეთზე, რათა შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების პირობები მიიღოს, ტრამპმა უპასუხა: „მე დიდ ზეწოლას ვახდენ. თქვენ არ იცით, რა ზეწოლას ვახდენ. წარმოდგენა არ გაქვთ, რა ზეწოლას ვახდენ რუსეთზე. ჩვენ დიდ ზეწოლას ვახდენთ და რუსეთმა ეს იცის“.

კითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, ტრამპმა უპასუხა, რომ მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ვადა დააწესა.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს და ვფიქრობ, ნატო-ში ყველას სურს, რომ ეს მოხდეს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ვადა და ამის შემდეგ ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება გვექნება. თუმცა, ვფიქრობ, რომ დასრულების ძალიან კარგი შანსია“, - აღნიშნა ტრამპმა.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხილეს.

თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ წინსვლისთვის აშშ-ის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პრეზიდენტმა ტრამპბმა ეს შესაძლებელი გახადა. მისივე თქმით, ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ დაპირებები უნდა შეასრულონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა