დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნულამდე დაყვანის გეგმას წარადგენს

25.04.2025 ნახვები: 422

ევროკომისია რუსული ენერგორესურსების სრულიად მიტოვების გეგმას წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლონდონში გამართულ “ენერგოუსაფრთხოების მომავლის შესახებ” სამიტზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა გაიხსენა, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უარს იტყოდა რუსულ ნავთობსა და გაზზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა რუსული გაზი ევროკავშირის იმპორტის 18%-ს იკავებს. ნავთობის მხრივ, ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტი ათჯერ შეამცირა, 20%-დან 2%-მდე, ხოლო რუსული ნახშირის იმპორტი ნულამდე იქნა დაყვანილი.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული გაზის იმპორტის შემცირება შესაძლებელი გახდა შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდისა და ნორვეგიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის წყალობით.

“ეს ენერგეტიკული პარტნიორობები, მათ შორის შეერთებული შტატებიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვნად რჩება ევროკავშირისთვის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან აღნიშნა, რომ ყველა რუსული ენერგორესურსის იმპორტის ეტაპობრივად ნულამდე დაყვანის გეგმა ორ კვირაში ენერგეტიკის ევროკომისრის, დენ იორგენსენის მიერ იქნება წარდგენილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა