ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ემანუელ მაკრონი - ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ

ნახვები: 457 ემანუელ მაკრონი - ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ

აგრესორი ერთია - რუსეთი, აშშ-ს ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორია - რუსეთი და ამიტომ, მისი თქმით, “ამერიკის ბრაზი მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული: პრეზიდენტი პუტინისკენ”.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ “საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ასეთად დარჩება”.

“მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. გავაგრძელებთ უკრაინელი ერის უფლების დაცვას მშვიდობით იცხოვრონ თავიანთ ტერიტორიაზე და თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,-განაცხადა მაკრონმა.

მან ასევე პუტინს მოუწოდა, “შეწყვიტოს ტყუილი”.

“ის ამბობს “მშვიდობა მინდა” და აგრძელებს დაბომბვებსა და უკრაინაში ხალხის მკვლელობას. თუ ის იტყვის “კი”, ხვალ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა”, - განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა