ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით კმაყოფილი ვარ

ნახვები: 540 ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით კმაყოფილი ვარ

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებსა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრით კმაყოფილია.

„ჯერ სომხეთში იყო, შემდეგ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპული წარმონაქმნი, იქ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის მას, რომ ეუთო-ს მისია განლაგებული იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ევროკავშირის მისია ასრულებს მონიტორინგის მისიას ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამაზე გვქონდა საუბარი. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში. საუბარი იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაგზავნილი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არ იქნა გათვალისწინებული, პირიქით, მიღებული იყო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს. ეს არის თემა, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის, თუ როგორ გათელა ფეხქვეშ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის დასკვნა იმ უზარმაზარ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს.

კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველო ეუთო-ს წევრია, ეუთო-ს წარმომადგენლობა რეგულარულად ჩამოდის საქართველოში, სომხეთში“, აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა