ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დონალდ ტრამპი - ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა

ნახვები: 502 დონალდ ტრამპი - ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა

ვიფიქრე, ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნებოდა, მაგრამ ეს უფრო რთულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, რუსეთი მზად არის. ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ახლა შეთანხმებას ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ფავორიტი არ ჰყავს და მხოლოდ ომის დასრულება სურს.

„იმედი მაქვს შეთანხმებას ორივე მხარე დათანხმდება. როგორც იცით, ჩვენ დიდი თანხა დავხარჯეთ და საქმე ბევრი ადამიანის ბედს ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, საუდის არაბეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, არა“.

„ვფიქრობ, მას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ მალე შევხვდები“, - უპასუხა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საუდის არაბეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი 13-16 მაისს არის დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა