ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიორგი ვაშაძე მისთვის გირაოს შეფარდებაზე - ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა, რადგან მოსამართლე უუფლებოა

ნახვები: 545 გიორგი ვაშაძე მისთვის გირაოს შეფარდებაზე - ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა, რადგან მოსამართლე უუფლებოა

ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა იმიტომ, რომ მოსამართლე არის უუფლებო - კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „რეჟიმის“ მხრიდან ყოველი ნაბიჯი ოპოზიციას მხოლოდ აძლიერებს და აერთიანებს.

„ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით. მე ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები და რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი, კიდევ ერთი ხაზი და ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა