ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მარკო რუბიო - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

ნახვები: 516 მარკო რუბიო - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის მადლობა გადავუხადე აშშ-ის დელეგაციის მასპინძლობისთვის, რომელსაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი ხელმძღვანელობს. ჩვენი გუნდი უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან მნიშვნელოვან და კარგ ტექნიკურ შეხვედრებს ელის”, - წერს მარკო რუბიო.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტს უახლოეს თვეებში ხელახლა დაგეგმავს.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები ლონდონში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო არ მიიღებს.

ასევე, Sky News-ის ინფორმაციით, ხუთი ქვეყნის ოფიციალური პირების მოლაპარაკებებში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც არ მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი პირადად შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა