ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

აფხაზი სეპარატისტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმებას მოითხოვენ

ნახვები: 538 აფხაზი სეპარატისტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმებას მოითხოვენ

საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მათ მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან, ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, ჩვენს ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ საჭიროა ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები“, - განაცხადა ბარციცმა.

მისი თქმით, საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი უნდა მოაწეროს.

„ჩემი აზრით, რამდენიმე ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამისთვის, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას უძლებს. ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ამაზე კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია“, - აღნიშნა ბარციცმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა