„ევროპის მოედანზე“ აქცია ლოზუნგით: „ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ მიმდინარეობს
კაია კალასი - გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ სამართლიანობისკენ, სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე შეთანხმებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ
„ევროპის მოედნის“ მიმართულებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
პეტერ ფიშერი - იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას
შეიქმნა საავადმყოფო, სადაც ექიმების როლს AI ასრულებს
War update: 71 assaults repelled in Pokrovsk sector, 193 engagements along frontline over past day
Russian army loses another 1,300 troops in Ukraine in past day
New blow to Russia's “shadow fleet”: British PM to announce sanctions against 100 oil tankers

ადვოკატი - საბა სხვიტარიძის საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება - საქმე გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე

22.04.2025 ნახვები: 260

ყველა გამომძიებელი და ყველა პოლიციელი იტყუება. მათ სურთ საკუთარი ქმედებების გადაფარვა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, როგორც არ უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმე, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე.

„სისხლის სამართლის ამ საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება. მათ სურთ საკუთარი ქმედებების გადაფარვა. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიკვეთება ჩვენებებს შორის. ზუსტად იცოდეს ყველამ, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე როგორც არ უნდა დამთავრდეს, გაგრძელდება საერთაშორისო დონეზე, ჩამოვა აუცილებლად კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და ჩვენ თავის დროზე აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ყველა პირის დადგენაში. ეს პირები დადგენილი იქნებიან და მინიმუმ მოშორებული იქნებიან სისტემას იმიტომ, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანები მუშაობდნენ სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა საბა სხვიტარიძის ძმამ, თორნიკე სხვიტარიძემაც და გამომძიებლის, სალომე ედიშერაშვილის ჩვენების დეტალები შეაფასა.

“გამომძიებლის ჩვენებიდან ის გავიგეთ, რომ არ აინტერესებდა გარემოება, თუ რატომ მოხდა, რისთვის მოხდა დაძაბულობა შეხვედრაზე მყოფი ადამიანების მიმართ და ამბობს, რომ იყო აქცია, როცა არ ყოფილა არასდროს თავისუფლებაზე აქცია და სპეცრაზმს ჰქონდა ჩაკეტილი იქაურობა.

რაც შეეხება დაზიანებებს, დაზიანება ვერ შევამჩნიეო, ჩემმა თანამშრომელმა შეამჩნიაო. ასევე, გენერალურ ინსპექციას აქვს საბას ტანსაცმელი, რომელიც არის დახეული. თურმე, ესეც ვერ შეამჩნია, რომ დახეული ტანსაცმელი ეცვა ჩემს ძმას”, - განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა