დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა

17.04.2025 ნახვები: 475

 

“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის შედეგად, ემისიის საპროცენტო განაკვეთი 8.0%-ით განისაზღვრა, რაც “თეგეტას” დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის, ყველაზე დაბალი განაკვეთია. ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ობლიგაციების ძირი თანხა კი 2027 წლის აპრილში დაიფარება.

ამ ემისიით, კომპანიამ 2024 წლის აპრილში გამოცხადებული ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ემისიები 4 ტრანშად განხორციელდა და ჯამში 10 მილიონი ევრო და 20 მილიონი დოლარი შეადგინა.

 „მოხარული ვართ, რომ „თეგეტას“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ჯამში დაახლოებით 310 მილიონი ლარის მოცულობის ფასიანი ქაღალდები აქვს გამოშვებული. ეს ჩვენი რიგით მე-9 ერთობლივი განთავსებაა, რომლითაც წარმატებით დავასრულეთ მულტისავალუტო პროგრამა. აღნიშნული მასშტაბური პროგრამა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ბიზნესებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და განვითარებაში ვეხმარებით. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა 2024 წელს ჯამში 620 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში, ჯამში კი 16 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა, რამაც (IFI ობლიგაციების გამოკლებით) ბაზრის 60% შეადგინა“ - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„თიბისი კაპიტალთან  პარტნიორობით კიდევ ერთი ობლიგაციების პროგრამა წარმატებით დავასრულეთ. აღნიშნული ტრანზაქცია განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ჩვენთვის — შევძელით დოლარში ნომინირებული ობლიგაციების პირობების გაუმჯობესება და ფასიანი ქაღალდების განთავსება არსებულზე დაბალ, 8%-იანი საპროცენტო განაკვეთით, რაც კომპანიის მიმართ ინვესტორთა მზარდი ნდობის ნათელი დადასტურებაა. ამასთანავე ახალი განთავსება აძლიერებს კომპანიის ლიკვიდობასა და ფინანსურ მოქნილობას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას განვაგრძოთ სტრატეგიული ინვესტიცია და ეფექტურად ვმართოთ კაპიტალი.“ - მანანა ხინაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თეგეტა უმსხვილესი საავტომობილო კომპანიაა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელიც მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს მსუბუქი, სატვირთო, სამშენებლო, კომერციული, სამგზავრო და ინდუსტრიული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანია 1995 წელს დაარსდა და დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 28 სერვის ცენტრი აქვს. . თეგეტა 300-მდე მსოფლიო ბრენდის პარტნიორია, როგორებიცაა: Porsche, Lamborghini, Bentley, Toyota, Mazda, Volvo, Man, JCB, Bridgestone, Michelin, Pirelli, Shell, Petronas და სხვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა