ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

საია - დავით დოიაშვილის გათავისუფლება პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა

ნახვები: 501 საია - დავით დოიაშვილის გათავისუფლება პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება არის “ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელება და შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა.

აღნიშნულის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

„ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლება „ქართული ოცნების” მხრიდან პროტესტთან დაკავშირებული რეპრესიების გაგრძელებაა. რეჟიმმა ყოველდღიურობად აქცია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი კადრებისგან წმენდა, რითაც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას, ადამიანების დაშინებას და დამორჩილებას. საია აღნიშნულ ფაქტს აფასებს, როგორც „ქართული ოცნების“ მორიგ მცდელობას, კონტროლი დაამყაროს სახელოვნებო სფეროზე და გაათავისუფლოს თანამდებობიდან ყველა, ვინც არ არის პარტიულად ლოიალური. ეს არის შემოქმედებითი თავისუფლების ცენზურა. საია მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დავით დოიაშვილს და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებს“,-აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა