ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

შსს - მოქალაქეებისთვის გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში

ნახვები: 487 შსს - მოქალაქეებისთვის გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში

„112“-სა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა, რომლებიც აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, - აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი,- ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახური მიერ შეისწავლის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა.

ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა