ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს მიერ გამოგზავნილ პასუხს შევაფასებთ
საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა
გრიგოლ გეგელია - ცინიზმის მწვერვალია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ თურმე, მათ გაგზავნეს ესა თუ ის ანგარიში ევროპულ კავშირში - ანგარიში, სავარაუდოდ, არის ცარიელი ფურცლების ერთობლიობა
ალეკო ელისაშვილი - კაცი, რომელიც 8 წელია თბილისის მერია, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების გასაკეთებლადო
Over 150 Russian strikes hit Sumy region in 24 hrs, civilians injured
Ukrainian SOF destroy Russian radar at Saky airfield
Ukraine downs 76 of 86 Russian drones in overnight attack

გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული - პეტერ ფიშერი

17.04.2025 ნახვები: 348

საქართველოში გერმანიის ელჩის ინფორმაციით, გერმანიას ჯამში 13 პირი ჰყავს სანქცირებული, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. პეტერ ფიშერის განმარტებით, გერმანულ მხარეს არ სურს ადამიანის უფლებათა დამრღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ. ამის შესახებ დიპლომატმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში გერმანია-საქართველოს კრიზისული ურთიერთობებსა და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების, მათ შორის ადამიანების უფლებების დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სავარაუდოდ, მაისიდან ფრიდრიხ მერცის მეთაურობით ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება, პეტერ ფიშერი #რედაქტ2-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ქვეყნის პოლიტიკა არ შეიცვლება.

"როცა ჩამოვედი საქართველოში პრემიერმა მითხრა, რომ თქვენ ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხართ, ბევრმა იგივე მითხრა, თუმცა 2024 წლიდან ყველაფერი შეიცვალა. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კრიზისშია. ჩვენი შეფასებით, დემონსტრანტების მიმართ ადამიანის უფლებები დაირღვა, ასევე დაირღვა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია, თუმცა ის დაირღვა და თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და ზოგადად აღქმა ისეთია, რომ ადამიანის უფლებები საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობა მათი დაცვაა. სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც იყო ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. დავუწესეთ სანქციები 13 პირს, რომლებიც ჩვენი შეფასებით პასუხისმგებლები იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე. არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩავიდნენ ჩვენს ქვეყანაში", - უთხრა ელჩმა BMG-ის.

კითხვაზე - რატომ არ საჯაროვდება სანქცირებული პირების ვინაობა ელჩი განმარტავს, რომ ამას გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს.

"სანქციები გზავნილია საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით და გთხოვთ, შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში ასევე გვაქვს კანონი, რაც გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაცვას და სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. შესაბამისად, კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე", - ამბობს პეტერ ფიშერი.

გერმანიას სანქციების ქართველი მაღალჩინოსნების სანქციების შესახებ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია. 2024 წლის 31 დეკემბერს გერმანიაში შესვლა აეკრძალა საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე“. 2025 წლის 24 მარტს კი გერმანიამ დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვები დააწესა.

 

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა