დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

მარტა კოსი - დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს

16.04.2025 ნახვები: 447

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ღრმა წუხილს გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებისგან დამაშორებელ კიდევ ერთ ნაბიჯთან დაკავშირებით.

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს.

მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, - წერს კოსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა