ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება

ნახვები: 502 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება

ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ თეირანს ვაშინგტონთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ მან ურანის გამდიდრება უნდა შეაჩეროს.

„ჩვენ უიტკოფისგან წინააღმდეგობრივი განცხადებები გვესმის, მაგრამ რეალური პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან გახდება ნათელი. ჩვენ მზად ვართ, ნდობა აღვადგინოთ ირანის მიერ ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეშფოთებებთან დაკავშირებით, მაგრამ ურანის გამდიდრების საკითხი მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა განაცხადეს, რომ 12 აპრილს ომანში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომანში შაბათს, 19 აპრილს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა