ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე - ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი

ნახვები: 446 ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის TAURUS -ების მიწოდებაზე - ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი

გერმანიის მომავალი კანცლერი, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის TAURUS ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას. მისი თქმით, ეს მიწოდება გერმანიის ევროპელ პარტნიორებთან უნდა იყოს კოორდინირებული.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებით“, - ციტირებს მედია მერცს.

მისი თქმით, ცალკეული ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, უკვე ამარაგებენ კიევს ფრთოსანი რაკეტებით.

„ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები, ამერიკელები“, - განაცხადა მერცმა და დასძინა, რომ მიწოდებაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და თუ ეს მოხდება, „გერმანიამ მათში მონაწილეობა უნდა მიიღოს“.

მისი თქმით, უკრაინის არმიას თავდაცვიდან გამოსვლა სჭირდება.

„სამი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ რეაგირება შეეძლოთ, მაგრამ დროა, მათ შეძლონ იმის ნაწილობრივ განსაზღვრა, თუ რა ხდება“, - აღნიშნა მერცმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა