ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

დონალდ ტრამპი სუმზე თავდასხმაზე - ვფიქრობ, საშინელება იყო, მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს

ნახვები: 464 დონალდ ტრამპი სუმზე თავდასხმაზე - ვფიქრობ, საშინელება იყო, მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა საშინელება იყო.

„ვფიქრობ, საშინელება იყო. მითხრეს, რომ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ამ ომის დაწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. ეს ქვეყანა არასდროს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ომი სირცხვილია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

როდესაც სთხოვეს განემარტა, თუ რას გულისხმობდა „შეცდომაში“, ტრამპმა უპასუხა: „მათ შეცდომა დაუშვეს, მათ ჰკითხეთ“.

ამასთან, მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში კვლავ ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.

„გახსოვდეთ ეს: ეს ბაიდენის ომია. მე უბრალოდ ვცდილობ მის შეჩერებას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და 117 - დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა