War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

სალომე ზურაბიშვილი - ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის?

ნახვები: 555 სალომე ზურაბიშვილი - ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის?

ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის, თეა წულუკიანის განცხადებას, აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.

„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:

„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა