ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ნახვები: 547 გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით თეა წულუკიანის განცხადების გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრ, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პარლამენტთან დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს ომის გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებით, ყოველგვარ ზღვარს სცდება“. მათივე თქმით, ანწუხელიძის მიმართ „ქართული ოცნების“ შეურაცხყოფას საზოგადოება არ აიტანს.

დღეს თბილისში კიდევ ორი აქციაა დაგეგმილი. 19:00 საათზე პროტესტი გაიმაღტება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა