ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

თეა წულუკიანი - რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?

ნახვები: 499 თეა წულუკიანი - რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?

რატომ არ გამოიყვანა ზაზა გოგავამ მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? - მე მგონია, რომ მას ეს დაავალეს, სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, შეხედეთ ხალხო, მსოფლიოვ, შეხედეთ, აი რუსეთი რა ბოროტია, თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა ვინ არის რუსეთი, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა გოგავამ კომისიის სხდომაზე ეჭვები ვერ გააბათილა.

“მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. კითხვას ვსვამთ, თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ვამბობთ რომ ეს ხალხი გმირები არიან.

როდესაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი კომისიაზე ხმას უწევს, გეგონება მოგებული ომის გენერალი იყოს და ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? რაც მე მგონია, რომ მას ეს დაავალეს, რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, რომ შეხედეთ ხალხო, მსოფლიოვ, შეხედეთ, აი რუსეთი რა ბოროტია - თითქოს გვჭირდება ჩვენი ვინმეს ამის ახსნა ვინ არის რუსეთი - ამდენი ხალხი რომ ჩამიხოცა. ეჭვი მაქვს, რომ სააკაშვილს ეს ამისთვის სჭირდებოდა. ამიტომ ვსვამთ ამ კითხვებს, იქნებ, გაბათილდეს ეს კითხვები. მაგრამ გენერალმა ზაზა გოგავამ ეს ვერ გააბათილა. მან ხელები გასავსავა და თქვა, რომ ვერ შევძელი მოსახლეობის გამოყვანაო. ამ დროს მას არ ჰქონდა გეგმა”,- განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა