ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

37 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს მიმართავს

ნახვები: 529 37 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს მიმართავს

37 ქვეყანა “ღრმა შეშფოთებით” მიმართავს ეუთოს "საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო". 37 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზენ შუტცმა გაავრცელა.

“თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, დიდი მწუხარებით ვხედავდით, როგორ შორდება საქართველოს ხელისუფლება მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ვალდებულებებს…ჩვენი ძირითადი წუხილები სამმაგია: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის სამიზნეში ამოღება, და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის, არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩეველი ძალადობის გამოყენებისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ისევე როგორც წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივი ვადები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადოდ მოპყრობა”, - განაცხადა შუტცმა.

37 ქვეყნის სახელით შუტცმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც 7 წლით პატიმრობა ემუქრება". მან ასევე აღნიშნა სხვა საკითხები, რომლებზეც 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავენ, კერძოდ: "ე.წ. “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებები, ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი მუქარები და დაშინება, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და აღჭურვილობის კონფისკაცია, საპოლიციო ძალადობისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა".

“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ მათი უფლებების დასაცავად, ვინც თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობენ და დეტალურად გამოიძიონ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამის არგაკეთება საქართველოს ინსტიტუტებისადმი საჯარო ნდობას კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს…საქართველოს განცხადებების მიუხედავად, რომლითაც ისინი დიალოგისადმი და ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას აღნიშნავენ, ჩვენ ჯერ არ დაგვინახავს შინაარსიანი ჩართულობისკენ გადადგმული რაიმე კონკრეტული ან გულწრფელი ნაბიჯები. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებმა კიდევ უფრო დააშორა საქართველო დემოკრატიას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გახსნან ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რათა მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაჭრა იპოვონ”, - განაცხადა შუტცმა.

განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნები: გერმანია, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა