ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა

ნახვები: 499 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს: ცეცხლის შეწყვეტა

ერთადერთი საკითხი, რომელიც აშშ-მა ახლა შესაძლოა რუსეთთან განიხილოს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი დევს - ცეცხლის შეწყვეტა; რომ არ არსებობს სხვა დინამიკა, რომლის განხილვა ან ხელშეწყობაც მოხდება მანამ, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება“, - აღნიშნა ბრიუსმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულია აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სხვა ამერიკელი დიპლომატები.

„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ამაში პრეზიდენტი ტრამპია ჩართული. ჩვენ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო დიპლომატები, რა თქმა უნდა, მდივანი რუბიოს ხელმძღვანელობით. ჩვენი ხელმძღვანელობის ყველა წევრმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა ტრამპმა და მდივანმა რუბიომ საჯაროდ ნათლად განაცხადეს, თუ რა დევს სასწორზე. ეს არის დინამიკა, რომელიც სამხედრო გზით არ მოგვარდება. ეს ხორცსაკეპი მანქანაა. შედეგთან დაკავშირებით არაფრის განხილვა არაა შესაძლებელი მანამ, სანამ სროლა და მკვლელობები არ შეწყდება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა