ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს

ნახვები: 465 მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ჩინოვნიკებს: დაფიქრდნენ და „გაეცალონ" ბიძინა ივანიშვილს "სანამ დროა“.

„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!

ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.

ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა - გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით, როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.

დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება! დრო ძალიან ცოტა დარჩა!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა