აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ლევან სანიკიძე - გუშინდელი დღე ნათლად ასახავს, რა მდგომარეობაში ჩააყენა ივანიშვილმა საქართველო

ნახვები: 534 ლევან სანიკიძე - გუშინდელი დღე ნათლად ასახავს, რა მდგომარეობაში ჩააყენა ივანიშვილმა საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებული მოვლენები ნათლად ასახავს, თუ რა მდგომარეობაში ჩააყენა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო.

როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც დაღუპულთა მემორიალთან მიდიხარ და არ ამბობ, თუ ვინ მოაწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები ქვეყანაში, „ეს ძალიან უხერხულია“.

„გუშინდელი დღე ნათლად ასახავს, რა მდგომარეობაში ჩააყენა ივანიშვილმა საქართველო. 9 აპრილიც კი ვერ გვაერთიანებს. ამ ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს სხვა აღქმა გვაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. დილის საათებში კიდევ ვფიქრობდი, რამდენად მისაღები იყო ის ფორმა, რომელსაც ჩვენ მივმართავდით, მაგრამ ირაკლი კობახიძის განცხადება რომ ვნახე, ჩავთვალე, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრება აღარ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რას ხედავენ და როგორც ცხოვრობენ? არ აინტერესებთ ჩვენ რა რეპრესიებში ვართ, მედიას რა პრობლემები ექმნება, ოპოზიციის აკრძალვა, პოლიტპატიმრები რომ არიან ამ ქვეყანაში. მათაც დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ცხოვრება აღარ იქნება. როდესაც იმ ძალას უჭერ მხარს, რომელიც ვერ ამბობს, 9 აპრილი ვინ მოაწყო, 2008 წლის ომი ვინ დაიწყო, უფრო მეტი უნდა იფიქრონ ამ დროს. უამრავმა ადამიანმა თავისუფლად შეძლო პატივის მიგება, მაგრამ როდესაც ელემენტარულ კითხვას გისვამენ, 9 აპრილი ვინ მოაწყო და ვერ პასუხობ, უკვე უხერხული სიტუაცია იქმნება“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთის ხსენებაც არ უნდა.

„მმართველმა გუნდმა ჯერ თქვას, 9 აპრილი ვინ მოაწყო და საბჭოთა კავშირის, ისევე, როგორც რუსეთის, ხსენებას ნუ ერიდება“, - განაცხადა სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა