აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ზვიად ცეცხლაძის მამა - პოლიტპატიმრების ოჯახების პირველი აქცია შედგა - 9 აპრილის მემორიალი დავიცავით რუსული რეჟიმისგან

ნახვები: 510 ზვიად ცეცხლაძის მამა - პოლიტპატიმრების ოჯახების პირველი აქცია შედგა - 9 აპრილის მემორიალი დავიცავით რუსული რეჟიმისგან

ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, გვაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდით პირველივე დაანონსებულ აქციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აქცია შედგა - როგორც 8 აპრილის ღამისთევის ნაწილში, ასევე დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების თვალსაზრისით, - ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული, ორგანიზაცია „დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას „რუსეთისკენ მიაქანებს.“

„ჩვენ ჩვენი მოძრაობის შექმნის შემდგომ პირველი აქცია დავაანონსეთ 8-9 აპრილისთვის და კონკრეტულად ვუთხარით საზოგადოებას ჩვენი მიზნების შესახებ. ეს მიზნები იყო: უნდა გაგვეცოცხლებინა 1989 წლის 9 აპრილი; ასევე 2 წლის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის 9 აპრილი და საზოგადოებისთვის უნდა გვეთქვა მთავარი სათქმელი, რომ დღეს, როგორც მაშინ (90-იან წლებში), აუცილებლად დავიცავდით რუსული რეჟიმისგან 9 აპრილის მემორიალს და ჩინოვნიკებს, რომლებსაც ეს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ, არ მივცემდით უფლებას, მისულიყვნენ იქ პროპაგანდის მიზნით, ფარისევლურად, ყვავილები მიეტანათ და შემდგომ ეს გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს რამედ უღირთ 9 აპრილი ან 9 აპრილს დაღუპული ადამიანები. ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ - იმ რუსეთისკენ, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს ნიჩბებით აჩეხა საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ჩვენი სატესტო გადაწყვეტილება იყო. ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს, გვაინტერესებდა, რა შედეგს მივიღებდით პირველივე დაანონსებულ აქციაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი აქცია შედგა - როგორც 8 აპრილის ღამის თევის ნაწილში, ასევე დღის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების თვალსაზრისით.

მიუხედავად დიდი პოლიციური რეჟიმისა, ჩვენ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა დავახვედრეთ მათ და საქმე შეხლა-შემოხლამდე და დარბევამდე აღარ მისულა. გაითვალისწინეს, რომ აქციის მონაწილეები მობილიზებული იყვნენ წინააღმდეგობის გასაწევად. ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გამოაჩინა თავისი ბრძოლის ჟინი, რომ მზად არის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი წესებით და მეთოდებით იბრძოლოს. მინდა, ეს თვითმარქვია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს - რაც უფრო მეტ სადამსჯელო კანონებს მიიღებს და მარწუხებში მოაქცევს ქვეყანას, მით უფრო მეტ რადიკალურ ბრძოლის მუხტს მიიღებს. ეს არავის აწყობს - არც ქვეყანას, არც ჩვენ და არც თვითმარქვია ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენი მიზნები და გეგმები სრულად შედგა და შემდგომ მიზნებთან და გეგმებთან დაკავშირებით დღევანდელი დღის დასრულების შემდგომ აუცილებლად მოვიყრით თავს, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავაანონსებთ და როგორც დღეს შევასრულეთ, ისე შევასრულებთ შემდგომში ყველაფერს“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა