აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გია ჯაფარიძე - ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე იქნებოდა

ნახვები: 493 გია ჯაფარიძე - ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე იქნებოდა

დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერ გაბედა, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულიყო“.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ერთი მხრივ, ეს არის ტრაგიკული დღე იქიდან გამომდინარე, რომ 36 წლის წინ „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თანამოაზრეებმა რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხის სასაკლაო მოაწყვეს. აქ დახოცეს ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ამ მხრივ ეს არის ტრაგიკული დღე. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვიგონებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა. მეორე მხრივ, ეს არის დღე, რომელიც საზეიმოა, რადგან 34 წლის წინ ამ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს იმ დამოუკიდებლობაში ვცხოვრობთ, რომელიც 34 წლის წინ ამ დღეს გამოცხადდა.

პოლიტიკური პატიმრების მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ტიპის აქცია ჰქონოდათ… ეს არ არის პირველი ღამე, როცა მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან, უბრალოდ დღეს მოხდა ის, რომ პოლიტიკური პატიმრების მშობლებმა განიზრახეს, რომ გაეთენებინათ. დღეს 9 აპრილის მემორიალთან, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლოა, მიიჩნიეს, რომ რუსეთის ფედერაციის მოკავშირეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იგორ როდიონოვის, კოჩეტოვის და სხვების მოკავშირეებს, ვინც 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს ხოცავდა, არ აქვთ უფლება, მოვიდნენ 9 აპრილის მემორიალთან. ეს იყო მათი განზრახვა და ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ ვერც გაბედა, რომ აქ მოსულიყო. როცა საქართველოს დამოუკიდებლობა ცხადდებოდა, მე ნამდვილად არ მეგონა, რომ საქართველოს ოდესმე ისეთი ხელისუფლება ეყოლებოდა, რომელიც იქნებოდა ჩვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოკავშირე. ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ოდესმე იქნებოდა მთავრობა, რომელიც აქ გაატარებდა ანტიქართულ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას და გაატარებდა ისეთ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება რუსეთის ფედერაციის გრძელვადიან ინტერესებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა