აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მამუკა ხაზარაძე - ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

ნახვები: 504 მამუკა ხაზარაძე - ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!

9 აპრილია დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების - ამიტომაც ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს! ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.

„9 აპრილია დღეს… ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის - გლოვისა და გამარჯვების!

9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.

36 წელია ამ სახელებს და გვარებს ვიმეორებთ ტკივილიანი სიამაყით, რადგან ყოველ მომდევნო თაობას დიდ ტრავმასთან ერთად, მათ დაუტოვეს ისტორიული მეხსიერება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი პროცესი და რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა.

აი, ამიტომაც ვალდებული ვართ დავიცვათ მათი მონაპოვარი!

ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!

ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე - გამარჯვებამდე“, - წერს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა