აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ფიცი დადეს

ნახვები: 494 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ფიცი დადეს

რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.

პარაკლისი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს.

პარაკლისის შემდეგ მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება.

“დღეს 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ. საქართველოს თავისუფლებისათვის. მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს.

არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს.

სიტყვით და საქმით სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს.

მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისათვის

დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში”,- ნათქვამია ფიცის ტექსტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა