აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

ნახვები: 494 ჟურნალისტ საბა სორდიას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს

არსებული ინფორმაციით, გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ, საბა სორდიას დროებით მოთავსების იზოლატორში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი.

„ახლა გავიგეთ, რომ საბას იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. როდის იქნება სასამართლო, ამასაც წინასწარ არავინ ამბობს, ესეც შემთხვევით უნდა გავიგოთ”, - წერს ნატა ძველიშვილი.

ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი, საბა სორდია დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა