აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორობის საპრეზიდენტო საბჭო - ვადასტურებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტად ითვლება

ნახვები: 532 საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორობის საპრეზიდენტო საბჭო - ვადასტურებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტად ითვლება

საფრანგეთმა უკრაინის მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორობის პრიორიტეტად აღიარა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პარტნიორობის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

„გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც აღინიშნება ომის დაბრუნებით ჩვენს საზღვრებთან და საერთაშორისო ურთიერთობების გამკაცრებით, ხაზს უსვამს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს და ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის საერთაშორისო პარტნიორობის საბჭოში აცხადებენ, რომ მთავარი პარტნიორების გასვლის შემდეგ, საფრანგეთი, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, გააგრძელებს ძლიერი ხმის შენარჩუნებას საერთაშორისო ასპარეზზე.

„ჩვენი დღის წესრიგი არის სუვერენიტეტი - ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პარტნიორების“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საფრანგეთი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კრიზისებითა და კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებს, განსაკუთრებით მისი ჰუმანიტარული და აღმშენებლობითი ქმედებებით და ასევე მაკროფინანსური სტაბილიზაციის მხარდაჭერით.

„იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც მას სჭირდება და ასევე იმ პირდაპირი საფრთხის გამო, რომელიც ევროპას ემუქრება, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინა პრიორიტეტად ითვლება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა