აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

კირ სტარმერი - დავიცავთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან

ნახვები: 503 კირ სტარმერი - დავიცავთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობას, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის გარკვეული ტარიფები.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა დავეხმაროთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან თავის შეფარებაში. ზოგიერთმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო - იდეას, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებისთვის, ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება“, - წერს სტარმერი Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.

„სწორედ ამიტომ, ტარიფებზე, დაუყოვნებელი პრიორიტეტია სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო შეთანხმებისთვის ბრძოლა. სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა. ეკონომიკური შედეგები, აქ და მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ღრმა. ჩვენ უკვე გვაქვს დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და მუშაობა გრძელდება ახალი ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმებაზე“, - აცხადებს სტარმერი.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

„მხოლოდ მაშინ დავდებ შეთანხმებას, თუ ეს სწორი იქნება ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და გავაგრძელებ თავისუფალი და ღია ვაჭრობის დაცვას, რადგან ახლა ამისთვის ზურგის შექცევა სერიოზული შეცდომა იქნება“, - წერს სტარმერი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში გუშინ შევიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა