აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

ნახვები: 550 რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივი-რიჰში 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 ბავშვი.

რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარს პუტინი ამბობს“.

„რუსეთის ყოველი დაპირება რაკეტებით ან დრონებით მთავრდება. მათთვის დიპლომატია არაფერს ნიშნავს. ამერიკის, ევროპისა და სხვა პარტნიორების იმედი გვაქვს, რათა ამ ომის ერთადერთ მიზეზზე ზეწოლა მოახდინონ: რუსეთის სურვილზე მოკლას და გაანადგუროს“, - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა