აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა

ნახვები: 514 ვოლოდიმირ ზელენსკი - კრივი რიჰზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვია - რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 14 დაღუპულია, მათ შორის 6 ბავშვი, რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 4 აპრილს უკრაინულ ქალაქ კრივი რიჰზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

„რუსულმა რაკეტამ ჩვეულებრივ ქალაქს დაარტყა, პირდაპირ მოხვდა ქუჩას, სადაც საცხოვრებელი შენობებია. წინასწარი ანგარიშებით, სავარაუდოდ, ეს ბალისტიკური რაკეტით დარტყმა იყო. ამ მომენტისთვის 14 გარდაცვლილი დადასტურებულია, მათ შორის ექვსი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, როგორც მინიმუმ ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსული დარტყმები ყოველ დღე ხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ამას ვხედავთ. მთელი მსოფლიო ხედავს ამას. ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმითი დრონი ადასტურებს, რომ რუსეთი მხოლოდ ომს დაეძებს. მხოლოდ მსოფლიოს ზეწოლას რუსეთზე, ყველა ძალისხმევას უკრაინის გასაძლიერებლად, ჩვენს საჰაერო თავდაცვასა და ჩვენს ძალებს - შეუძლია განსაზღვროს, როდის დასრულდება ომი.

შეერთებულ შტატებს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს აქვთ უნარი აიძულონ რუსეთი მიატოვოს ტერორი და ომი და ეს უზრუნველყოფილ უნდა იქნას - მშვიდობა საჭიროა”, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა