აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი გახდა

ნახვები: 544 სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილი გახდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე "ქართულმა ოცნებამ" ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 

ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მთავრობის წარდგინებით, 6 წლის ვადით არის არჩეული.

პარლამენტის სხდომაზე, ოხანაშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა, შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.

"ბატონ ანრის, საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, იქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ გამოწვევებით სავსე, ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, პირადად თქვენ და თქვენს თანამშრომლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი საქმიანობისთვის. მ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემყურე, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ უსაფრთხოების არცერთი რისკი, რაც რეალური იყო, არ განხორციელდა არც გარე ჩარევით და არც შიდა არეულობით. დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე. გისურვებთ წარმატებას. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 2 აპრილს, ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება, რითაც ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კი, კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაატა სალიამ შეცვალა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა