აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

თამარ ჩერგოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება

ნახვები: 491 თამარ ჩერგოლეიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება

ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება - გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს.

„დღეს, ძალიან კარგი დღე გვქონდა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება. სიმბოლურია, რომ გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ეს კარგი იყო.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება", როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, "ქართული ოცნების" ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა