აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გიორგი ვაშაძე - საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება

ნახვები: 545 გიორგი ვაშაძე - საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება

სანქციები არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები, რომლებიც გუშინ ვიხილეთ, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგია.

„ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება. ივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი საფრთხე და მისი პროპაგანდისტების ზღაპრები გამოგონილ მტრებზე და წულუკიანის ღალატის კომისიის ისტორიის შეცვლის მცდელობა ამ რეალობას ვერ შეცვლის.

რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება – ყველა ხვდება, რომ ივანიშვილი ტოვებს საქართველოს მარტოს, დაუცველს, სადაც მხოლოდ სიღარიბე და სანქციებია.

ჩვენი გზა: მეტი ევროპა, მეტი დაცულობა, მეტი ინვესტიცია.

ეს არის თავისუფალი საქართველოს ერთადერთი არჩევანი და გამარჯვების გზა!” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა