აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ტარიფებზე - მზად ვართ რეაგირებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ბიზნესი

ნახვები: 455 ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ტარიფებზე - მზად ვართ რეაგირებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ბიზნესი

პრეზიდენტ ტრამპის განცხადება საყოველთაო ტარიფების შესახებ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროკავშირზე, უდიდესი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს უარყოფითი შედეგები ექნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში.

„ძალიან ვწუხვარ ამ არჩევანის გამო. მოდით, თვალი გავუსწოროთ უზარმაზარ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასიურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს შემდგომი პროტექციონიზმის ზრდას. შედეგები საშინელი იქნება მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. შედეგები მაშინვე საგრძნობი იქნება. მილიონობით მოქალაქეს სასურსათო გადასახადები გაეზრდება, სამკურნალო საშუალებები და ტრანსპორტირება გაძვირდება. ინფლაცია გაიზრდება. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ სხვები უსამართლოდ სარგებლობენ არსებული წესებით და მზად ვარ, მხარი დავუჭირო ნებისმიერ ძალისხმევას, რათა გლობალური სავაჭრო სისტემა მოერგოს გლობალური ეკონომიკის რეალობას. მაგრამ ასევე მინდა გარკვევით ვთქვა: ტარიფები ამას არ გამოასწორებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის მზად იყო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის.

„სწორედ ამიტომ, თავიდანვე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის ტრანსატლანტიკური ვაჭრობისთვის ნებისმიერი ბარიერის მოსახსნელად. ამავე დროს, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის. უკვე ვასრულებთ საპასუხო ზომების პირველ პაკეტს ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ. ახლა ვემზადებით შემდგომი საპასუხო ზომებისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ჩვენი ბიზნესი, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება. ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის გავაძლიერებთ და დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს და მუდამ მხარს დავუჭერთ ევროპას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც და პრობლემები მოლაპარაკებების გზით გადაჭრა დაგვიანებული არ არის.

„მაგრამ არსებობს ალტერნატიული გზა. არ არის გვიან, გადავჭრათ პრობლემები მოლაპარაკებების გზით. სწორედ ამიტომ, ჩვენი კომისარი ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შეფჩოვიჩი, მუდმივად მუშაობს თავის ამერიკელ კოლეგებთან. ვიმუშავებთ ბარიერების შემცირებაზე და არა გაზრდაზე. გადავიდეთ დაპირისპირებიდან მოლაპარაკებაზე“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან ევროპელებს მიმართა და განაცხადა, რომ ევროპას აქვს ყველაფერი გამოწვევების გადასალახად.

„ბოლოს, ასევე მინდა პირდაპირ მივმართო ჩემს ევროპელ თანამოქალაქეებს. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი იმედგაცრუებას გრძნობს ჩვენი უძველესი მოკავშირის მიერ. დიახ, უნდა მოვემზადოთ იმ გავლენისთვის, რომელიც ამას აუცილებლად მოჰყვება. ევროპას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქარიშხლის გადასალახად.

ჩვენ ერთად დავდგებით და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით. ჩვენი ერთიანობა ჩვენი ძალაა. ევროპას აქვს ყველაზე დიდი ერთიანი ბაზარი მსოფლიოში - 450 მილიონი მომხმარებელი - ეს არის ჩვენი უსაფრთხო ნავსაყუდელი მშფოთვარე დროში. მოვიწვევთ „სტრატეგიულ დიალოგებს“ ფოლადის, საავტომობილო და ფარმაცევტულ სექტორთან. ევროპა ერთად დგას ჩვენი ბიზნესისთვის, ჩვენი მუშაკებისთვის და ყველა ევროპელისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ ხიდების აგებას ყველასთან, ვინც ჩვენსავით ზრუნავს სამართლიან და წესებზე დაფუძნებულ ვაჭრობაზე, როგორც საერთო კეთილდღეობის საფუძველზე“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა