აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ნახვები: 492 სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალზე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართება.

პროცესზე, რომელიც 13:00 საათზეა დანიშნული, ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

უცნობია, თუ რა სახის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ - ეს იქნება გირაო, თუ პატიმრობა.

რაც შეეხება თავად ხაზარაძეს, როგორც ის აცხადებს, „რა სასჯელიც არ უნდა იყოს, ეს ვერ შეაცვლევინებს იმ დამოკიდებულებას, რომ ქვეყანა და არჩევნები მიტაცებულია“.

„ეს კომისია არის ცირკი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სამხედროებისა და დაღუპულ გმირების დისკრედიტაციას ახდენს, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე... ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, მთავრობა არალეგიტიმურია, კომისია დაკავებულია პოლიტიკური პარტიის, კერძოდ ჩემი, ბადრი ჯაფარიძისა და ჩვენი თანამებრძოლების დისკრედიტაციით“, - აცხადებს ხაზარაძე.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა