აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

სალომე ზურაბიშვილი - მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი - შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა

ნახვები: 531 სალომე ზურაბიშვილი - მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი - შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნება წინააღმდეგობის პლატფორმა.

მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი პრინციპი ის არის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.

„მიზნის მისაღწევად საჭიროა ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას, მასთან შეჯერებით მიეცეს პოლიტიკური ფორმატი, ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი არის ის, რომ იგი ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც მზად არის გვერდზე გადადოს პოლიტიკური შეუთავსებლობები, გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი: დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა პლატფორმის სტრუქტურაზე და მუშაობის სპეციფიკაზეც.

„მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, უფრო ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი.

პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს.

წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები, უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობა შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხმები. პარტიული საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებს და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს. საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ [ვგეგმავთ] ერთიანი კალენდრის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა და გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს.

პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობაზე, აღიარებენ ქართულ ქარტიას, ერთობლივ პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა