აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას - სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი

ნახვები: 539 მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას - სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი

მიკვირს, რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ "ეფ-ეს-ბე"-ს თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატ ემზარ კვიციანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას.

„ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმინეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა