აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ლევან სანიკიძე - წულუკიანის ქმედებების გამო, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია ითხოვს „ომში დამნაშავე პირების გადაცემას“, ეს ეროვნული ღალატის ქრონიკაა

ნახვები: 441 ლევან სანიკიძე - წულუკიანის ქმედებების გამო, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია ითხოვს „ომში დამნაშავე პირების გადაცემას“, ეს ეროვნული ღალატის ქრონიკაა

სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაცია ითხოვს, ომში დამნაშავე პირების გადაცემას, ეს კი ეროვნული ღალატის ქრონიკაა, ამის მიზანი კი 2008 წლის ომში რუსეთის გამართლებაა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის სამართლებრივი გამართლებაა.

„ამ ე.წ კომისიას სამი მიზანი აქვს: პირველი, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე მწვავე კრიზისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოთ. მეორე, ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი იარაღი და მესამეა 2008 წლის ომის სამართლებრივი შედეგების რევიზირება.

უნდა გვახსოვდეს, რომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილება რუსეთისთვის უმძიმესი იყო და ჩვენ ვხედავთ, წულუკიანის ქმედებების გამო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაცია რა განცხადებებს ავრცელებს - ითხოვენ ომის დამნაშავე პირების გადაცემას, ეს კი ეროვნული ღალატის ქრონიკაა. ამის მიზანი 2008 წლის ომში რუსეთის გამართლებაა, ამით კი ერთ ნაბიჯში ვიქნებით, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ასევე, პოლიტიკოსი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ გეგმებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები, პოლიტიკურ ოპონენტებს არ კრძალავენ“.

„ეს ემსახურება, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი ჩაახშონ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პარტია არის იდეა. ეს არის ძალიან კარგი გამოსაფხიზლებელი საშუალება ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, რომელიც ირიბად საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები, როგორც „ქართული ოცნება“ იჩემებს, პოლიტიკურ ოპონენტებს არ კრძალავენ და ბიულეტენიდან არ აქრობენ, ეს დიქტატურის რყევის მაჩვენებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალისხმევა უნდა შევამციროთ. თითოეული დღე „ქართული ოცნების“ მმართველობისა, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისთვის ძალიან მძიმე”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა