აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე - დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ

ნახვები: 496 გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე - დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ

„ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

მისი თქმით, სხდომაზე დაბარების შესახებ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით შეიტყო და არ სურს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის „ძირგამომთხრელ სპექტაკლში“ აღმოჩნდეს ჩართული.

გარდა ამისა, თარგამაძე კომისიაზე დაბარების ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს.

„2008 წლის ომის, ეროვნულ თუ საერთაშორისო - სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების, რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული.

დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ. წინასწარ ცნობილია, რომ რეჟიმი ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში წარმოებული არათუ თავდაცვითი მოქმედებები, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის და თავდაცვის ძალების არამარტო უფლება - კონსტიტუციური ვალდებულებაა.

საერთოდ გაუგებარია, რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ, თუმცა თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ, მათ კიდევ ერთხელ მივმართავ - მობრძანდნენ სატელევიზიო ეთერში, ჟურნალისტებთან, ტელეწამყვანებთან და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ოღონდ როგორც ჟურნალისტი აუცილებლად დავუსვამ კითხვას, რატომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლიან გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, რატომ არღვევენ ყოველ დღე ადამიანის უფლებებს, რატომ აღატაკებენ ქვეყანას და ხალხს აიძულებენ უცხოეთში გადაიხვეწონ ოჯახებით, რატომ აუქმებენ მრავალპარტიულობას და რატომ ამსგავსებენ საქართველოს პროვინციულ რუსეთს. გუბერნიას, რომელზეც უარიც ზუსტად 34 წლის წინ მთელმა ერმა თქვა და რომლის ისტორიის გადაწერას და მისი მომავლის გამრუდებასაც სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმი ახლა ცდილობს",- აცხადებს თარგამაძე.

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის 31 მარტის სხდომაზე მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა